ვახო და ძალადობა არის, ცა და დედამიწა. მალე, ის კარგი და სამართლიანი კაცი, ბატონი დონალდი, შევა თეთრ სახლში და გადაეხედება ყველაფერს

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დასანქცირებას ეხმიანება.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, გომელაური და ძალადობა არის, ცა და დედამიწა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც შევა თეთრ სახლში ყველაფერს გადაეხედება.
“თუ ვინმე იცნობს ვახო გომელაურს კარგად, ერთ-ერთი ვარ მე. ვახო ჩემი უახლოესი მეგობარია ათეული წლებია. ეგ არ მალაპარაკებს. ვახო და ძალადობა არის, ცა და დედამიწა. მალე, ის კარგი და სამართლიანი კაცი, ბატონი დონალდი, შევა თეთრ სახლში და გადაეხედება ყველაფერს. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ამერიკა”, – წერს გიორგი გამსახურდია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90 პროცენტიდან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები – განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით