ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ასული წლის ბოლოსთვის ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 782 000 იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41 000-ით, ანუ 5.6%-ით მეტია.
სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი – 218 000 ადამიანი ვაჭრობის სფეროში საქმიანობს. 94 000 დასაქმებულით მეორე პოზიციაზეა დამმუშავებელი მრეწველობა, მესამეზე კი ჯანდაცვა 74 000 დასაქმებულით. ყველაზე მეტად 12 000-ით დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობის სექტორში გაიზარდა, თითქმის 5 000-ით მოიმატა დასაქმებულთა რიცხვმა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, ხოლო ხელოვნებისა და გართობის სექტორში ზრდა 4 000-ია.
2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დარგების მიხედვით შემდეგია:
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 218,053 დასაქმებული, ზრდა 12,404 ადამიანი;
· დამმუშავებელი მრეწველობა – 93,674 დასაქმებული, ზრდა 292 ადამიანი;
· ჯანდაცვა – 73,614 დასაქმებული, ზრდა 198 ადამიანი;
· მშენებლობა – 68,695 დასაქმებული, ზრდა 5,478 ადამიანი;
· ტრანსპორტი და დასაწყობება – 63,523 დასაქმებული, ზრდა 3,939 ადამიანი;
· ინფორმაცია და კომუნიკაცია – 46,926 დასაქმებული, ზრდა 4,903 ადამიანი;
· სასტუმროები და რესტორნები – 39,872 დასაქმებული, ზრდა 2,875 ადამიანი;
· სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 25,525 დასაქმებული, ზრდა 1,494 ადამიანი;
· განათლება – 24,629 დასაქმებული, ზრდა 194 ადამიანი;
· ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 23,107 დასაქმებული, ზრდა 2,151 ადამიანი;
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 20,282 დასაქმებული, ზრდა 420 ადამიანი;
· ხელოვნება გართობა და დასვენება – 18,721 დასაქმებული, ზრდა 3,911 ადამიანი;
· ენერგეტიკა – 16,773 დასაქმებული, ზრდა 1,568 ადამიანი;
· ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 15,996 დასაქმებული, ზრდა 1,048 ადამიანი;
· სამთო-მოპოვებითი მრეწველობა – 12,548 დასაქმებული, ზრდა 42 ადამიანი;
· სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 12,234 დასაქმებული, ზრდა 169 ადამიანი;
· სხვა სახის მომსახურება – 8,133 დასაქმებული, ზრდა 264 ადამიანი.
