„ვაძლიერებთ ზეწოლას“ – ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

18 ნოემბერს უკრაინამ დაამტკიცა სანქციების მორიგი სერია რუსეთის მხარდამჭერი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, – ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ძალაში შევიდა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება სანქციების შესახებ, რომლებიც შეეხება 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი სანქციები „მიმამართულია მათ წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციაში, ასევე იმ პირებზე, რომლებიც სხვადასხვა გზით ეხმარებიან რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ“.
„ვაძლიერებთ ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც ჩაიდინა. ჩვენ არ დავტოვებთ რაიმე კავშირს ამ ხალხსა და უკრაინას შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების დაწესების შესახებ, რომელსაც 18 ნოემბერს მოაწერა ხელი ზელენსკი, 10 წლის ვადით შედის ძალაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას