3
ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მიწა ჩამოიშალა. შემთხვევა იმ ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესების ნიშნები მანამდე უკვე შეინიშნებოდა.
ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ მიწის ჩამოშლამდე ტერიტორიაზე ბზარები გაჩნდა და შესაბამის სამსახურებს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი თქმით, ადგილზე რეაგირება არ მომხდარა.
ამ დროისთვის ადგილზე სპეციალისტების მისვლას ელოდებიან. გეოლოგებმა უნდა შეაფასონ ვითარება და დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა გოძიაშვილის ქუჩის №40-ში ცხოვრება.
“ღამე მოხდა ასეთი რამე, ჩამოიშალა მიწა. ანუ აქ რეალურად იყო, როგორც ვხვდები, თვითონ ჯებირი არ იყო ძლიერი, რამაც გამოიწვია მიწის მიწოლა და ჩამოშლა. იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები მოსული, თითონ გამგებელიც იყო მოსული. ნელ-ნელა მოკვლევა ჩატარდება,მაინც შემოწმდება კორპუსი.
რაღაცეები ეტყობოდა და იყო ამაზე კომუნიკაცია, გამგეობა საქმის კურსში იყო და მიმდინარეობდა პროცედურები, მაგრამ რადგან კორპუსს არ ემუქრებოდა საფრთხე, ეს პატარა მიწის ბზარი, გაიწელა დროში, – ამბობს ადგილობრივი.


