ვაშლის ექსპორტიორების რეიტინგში საქართველო 33-ეა – AAWE

ღვინის ეკონომისტების ამერიკულმა ორგანიზაციამ (AAWE), Comtrade-ზე დაყრდნობით, მსოფლიოს უმსხვილესი ვაშლის ექსპორტიორების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში საქართველო 33-ე ადგილზეა და 2023 წელს $6 მლნ-ის ვაშლი გაიტანა ექსპორტზე. რეიტინგში მე-9 ადგილზეა თურქეთი $175 მლნ-ის ღირებულების ვაშლის გაყიდვით; მე-17-ზე აზერბაიჯანი ($57მლნ), 25-ზე ($18 მლნ), მე-40-ზე სომხეთი ($3 მლნ).
მსოფლიოში ვაშლის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეული ასეთია:
ქვეყანა / ექსპორტზე გატანილი ვაშლის ღირებულება დოლარში
იტალია – 995 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ჩინეთი – 970 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
– 931 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ახალი ზელანდია – 532 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
სამხრეთ აფრიკა – 486 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ჩილე – 446 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
პოლონეთი – 430 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
საფრანგეთი – 422 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
თურქეთი – 175 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი;
ნიდერლანდები – 154 მლნ დოლარის ღირებულების ვაშლი.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წლის 11 თვეში საქართველომ 2 413 000 დოლარის ღირებულების 5 859 ტონა ვაშლი შეიძინა. ვაშლის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები თურქეთი, ნიდერლანდები და უკრაინა იყვნენ.
2023 წელს საქართველომ ვაშლი 10 ქვეყნიდან შეიძინა. ეს ქვეყნებია:
· თურქეთი – $1.4 მლნ-ის 4 582 ტონა ვაშლი;
· ნიდერლანდები – $559.7 ათასის 303.2 ტონა ვაშლი;
· უკრაინა – $247 ათასის 629 ტონა ვაშლი;
· პოლონეთი – $56.4 ათასის 120.2 ტონა ვაშლი;
· მოლდოვა – $31.3 ათასის 58.5 ტონა ვაშლი;
· ჩინეთი – $27 ათასის 23.4 ტონა ვაშლი;
· ბელგია – $19.6 ათასის 20.1 ტონა ვაშლი;
· აზერბაიჯანი – $18.2 ათასის 35.8 ტონა ვაშლი;
· სომხეთი – $17.11 ათასის 46 ტონა ვაშლი;
· ირანი – $16 ათასის 41.5 ტონა ვაშლი.
რაც შეეხება ვაშლის ექსპორტს, გასული 2023 წლის 11 თვეში, ქვეყნიდან ექსპორტზე $6 513 000-ის ღირებულების 9 743 ტონა ვაშლი გავიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 27%-ით, ხოლო ღირებულებით 20.8%-ით ჩამორჩება.