ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბარამიძე კონგრესმენ კარლოს ჰიმენეზს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ კარლოს ჰიმენეზს, კონგრესის საზღვაო უსაფრთხოების ქვედაკომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
„კარლოს ჰიმენეზი თვითონ არის პოლიტიკური დევნილი, ამერიკაში წამოსული კომუნისტური კუბადან, სადაც ჯერ მაიამის რაიონის მერი იყო, და შემდგომ კი კონგრესის წევრი. პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა და ჰიმენეზმა ისაუბრეს კუბას და საქართველოს პარალელებზე. აღნიშნეს, რომ ორივე პატარა სახელმწიფოა, ს ზეწოლის ქვეშ.
შეხვედრის შემდეგ, კონგრესმენმა ჰიმენეზმა სოციალურ ქსელში დაწერა:“საქართველო იყო სასტიკი საბჭოთა კომუნისტური ოკუპაციის ქვეშ და მოუთმენლად ველი კონგრესში მუშაობას საქართველოსთან ამერიკის მეგობრობის გასაძლიერებლად“.
ორივე მხარემ ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე. ბატონმა ჰიმენეზმა დადებითად შეაფასა MEGOBARI Act-ის დაინიცირება და მზაობა გამოხატა, რომ მხარი დაუჭიროს. ასევე, კონგრესმენმა ჰიმენეზმა აღნიშნა ახალი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაზე საქართველოსთვის, როგორც საზღვაო უსაფრთხოების ქვედაკომიტეტის თავმჯდომარემ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ