ვაშინგტონში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ აქციის მონაწილეები პოლიციამ დააკავა

ვაშინგტონში ს პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 23 ივლისის ღამეს კაპიტოლიუმთან ნეთანიაჰუს და ისრაელის მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა, სადაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია Jewish Voice for Peace არის. ისინი ღაზაში ისრაელის ომს აპროტესტებენ. მათი აქტივისტები კაპიტოლიუმის კომპლექსში შეიჭრნენ, რადგან დღეს კონგრესში ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ომის დაწყებიდან დღემდე ეს ნეთანიაჰუს მეოთხე მიმართვა იქნება კონგრესში.
პოლიციის ცნობით, აქტივისტებს არ ჰქონდათ უფლება კაპიტოლიუმის კომპლექსის ერთ-ერთ შენობაში – Cannon House-ში შესულიყვნენ და დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ უარი თქვეს შენობის დატოვებაზე.
25 ივლისს დაგეგმილია ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვედრები -ს პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან და პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთანაც.