ვაშინგტონში, ისრაელი – „ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 150-მდე ადამიანი დააკავეს

ვაშინგტონში, დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის შტაბ-ბინასთან, -„ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. კაპიტოლიუმის პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე, რომლის მონაწილეებიც უკანონოდ და ძალადობრივად მოქმედებდნენ, 150-მდე ადამიანი დააკავეს.
მათივე ცნობით, საპროტესტო აქციის გამო შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მომიტინგეები ეწინააღმდეგებიან პოლიციელებს. ბევრ მათგანს აცვია შავი მაისური წარწერით: „შეწყვიტეთ ცეცხლი ახლავე“.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ „თუ არა ახლა“ და „ებრაული ხმა მშვიდობისთვის“, რომლებმაც ვაშინგტონში დემონსტრაციები მანამდეც მოაწყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ