ვაშინგტონში დუაიტ ეიზენჰაუერის მემორიალი გაიხსნა

“ჟამი მშვიდობის და კეთილდღეობის” – ასე იხსენებენ ამერიკელები, პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის ორ ვადას, 1953 დან 1961 წლამდე. ეიზენჰაუერის პოპოპულარობას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავდ. მათ შორის იყო ლიდერობა და დაბალანსებული ფედერალური ბიუჯეტი.
პრეზიდენტ ეიზენჰაუერის პატივსაცემად, -ის დედაქალაქში, დამოუკიდებლობის გამზირზე, ინოვაციური დიზაინის მემორიალი გაიხსნა. სწორედ მემორიალის დიზაინთან დაკავშირებული აზრთასხვადასხვაობა გახდა იმის მიზეზი, რომ მემორიალი დასრულებს ორი ათწლეული დასჭირდა.
კაპიტოლიუმთან ახლოს, ეროვნული მოლის კიდეზე განლაგებული მემორიალი, ხაზს უსვამს 34-ე პრეზიდნეტის მიღწევებს, კომპლექსი მოიცავს უჟანგავი ფოლადის ქანდაკებებს და ქვაში ნაკვეთ ციტატებს, პრეზიდენტის საჯარო გამოსვლებიდან.
პრეზიდენტად არჩევამდე, ეიზენჰაუერს ხანგრძლივი და წარმატებული სამხედრო კარიერა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, გენერალის “აიკი”, მომავალში -ის პრეზიდენტი ეიზენჰაუერი, ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალი იყო.
სამედრო კარიერის წარმატებებთან ერთად, მემორიალი მისი რვაწლიანი პრეზიდენტობის მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს. როგორიც იყო, მაგალითად, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს, “ნასას” და შტატთაშორის მაგისტრალების სისტემის შექმნის მხარდაჭერა.
მემორიალის არქიტექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იყო, ჰექტარნახევრიანი სივრცე, საჯარო პარკით, გაერომოს ბუნებრივად ისადაგებოდა. მემორიალი ფედერალური სამსახურების შენობებს შორის მდებარეობას, რომელბიც დაკავშირებულია პრეზიდდენტ ეიზენჰაუერის მემკვიდრეობასთან. მათ შორისაა “ამერიკის ხმის” სათაო ოფისის შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა