აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი, რომლებიც ვაშინგტონის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმისას დაიჭრნენ, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს(FBI) დირექტორმა კეშ პატელმა.
26 ნოემბერს ვაშინგტონის ცენტრში, თეთრი სახლის მახლობლად ეროვნული გვარდიის სამხედროებს ესროლა მამაკაცმა, რომელიც საპასუხო სროლის შედეგად დაჭრეს. ის დაკავებული და ჰოსპიტალიზებულია.
ტელეკომპანიები CBS და CNN-ი სამართალდამცავი სტრუქტურებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე წერენ, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ავღანელი მიგრანტია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
თავდასხმის გამოძიებას ფედერალური საგამოძიებო ბიურო აწარმოებს სხვა უწყებებთან, მათ შორის შიდა უსაფრთხოების სამინისტროსა და საიდუმლო სამსახურთან ერთად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამჟამად ფლორიდაში იმყოფება, თავის სოციალურ Truth-ში დაწერა, რომ „ცხოველი“, რომელმაც ორი გვარდიელი მძიმედ დაჭრა, თავადაც მძიმედ დაჭრილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ნამოქმედარი ძვირად დაუჯდება.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ (ომის მინისტრი) პიტ ჰეგსეთის ინფორმაციით, მას პრეზიდენტმა მიმართა ვაშინგტონში დამატებით განათავსონ ეროვნული გვარდიის 500 სამხედრო.
ფორუმი




