ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა გამართა ისრაელისადმი სოლიდარობის მარში

სამშაბათს ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა გამართა ს მიმართ სოლიდარობის მარში „ჰამისის“ წინააღმდეგ ომში. მასობრივი აქციის მონაწილეებმა დაგმეს ანტისემიტიზმის ზრდა, იტყობინება Reuters-ი. ქალაქში მოქმედებდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
მრავალ მანიფესტანტს მხრებზე -ისა და ისრაელის დროშები ჰქონდა შემოხვეული.
დემონსტრანტები მოითხოვდნენ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.
მას მერე, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს 7 ოქტომბერს და 1200 ადამიანი დახოცა და დაახლოებით 240 მძევალი აიყვანა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები და დემონსტრაციები – როგორც პალესტინელთა, ისე ისრაელის მხარდამჭერი. პალესტინელთა ხელისუფლება აცხადებს, რომ ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად ამ მომენტისთვის დაღუპულია 11 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ ორ მესამედს ბავშვები და ქალები შეადგენენ.
აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ ისრაელს საბრძოლო მოქმედებების დროებითი შეჩერებისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ევაკუაცია მოახერხოს, ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შეძლონ.
ამავე დროს ამერიკულმა გამოცემა Axios-მა გამოაქვეყნა შინაარსი „სამუშაო ჩანაწერისა“, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის შიგნით გავრცელდა „ერთ-ერთი ახალგაზრდა დიპლომატის ინიციატივით“.
ტექსტის ავტორი პრეზიდენტ ბაიდენს აკისრებს ვალდებულებას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის თაობაზე დეზინფორმაციისთვის. ტექსტში აგრეთვე ლაპარაკია სამხედრო დანაშაულებზე, რომლებსაც სავარაუდოდ სჩადიან ისრაელის სამხედროები ღაზაში. ხუთგვერდიან მემორანდუმში ასევე წერია, რომ ბაიდენის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა მას „ღაზაში გენოციდის თანამონაწილედ ხდის“.
Axios-ის პუბლიკაციაში ლაპარაკია სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის 100 თანამშრომლის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმზე, რომელიც შეიცავს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას. გამოცემა Axios-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ „დისიდენტების“ მიერ გავრცელებული ტექსტი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობის იშვიათი მაგალითი.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ