ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა ს ამერიკული იარაღის ს ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა.
„როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე.
ში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „როიტერსმა“ ბლინკენს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ბაიდენის ნებართვა გაფართოვდეს სხვა ქალაქებსა და სამიზნეებზე, რომლებიც უფრო სიღრმეშია რუსეთის ტერიტორიაზე.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინა მოვიდა ჩვენთან და ითხოვა ნებართვა გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან დასაცავად, მათ შორის, რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივიდა პრეზიდენტამდე და მან დაამტკიცა ჩვენი იარაღის გამოყენება ამ მიზნით“, — განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკის ადაპტირებას საჭიროების შესაბამისად.
საფრანგეთი და გერმანია შეუერთდნენ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს.
საუბარია დისკუსიაზე, უნდა შეეძლოს თუ არა კიევს, დასავლეთის მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს.
ამ თემაზე:
საფრანგეთი და გერმანია თანახმა არიან, რომ უკრაინამ არტილერია რუსეთის ტერიტორიაზეც გამოიყენოს