ვაშინგტონმა რუსულ “გაზპრომბანკს” ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ ხუთშაბათს, 21 ნოემბერს, რუსეთს მორიგი სანქციები დააწესა. სანქციების სამიზნე ს ფინანსური სექტორია, რომელიც ში მიმდინარე ომს უწყობს ხელს. სანქციებში მოხვდა რუსული “გაზპრომბანკიც”, ისევე როგორც სხვა ფინანსური ინსტიტუტები, სუბიექტები და ფიზიკური პირები.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა განაცხადა, რომ სანქციები მოიცავს “გაზპრომბანკს” – რუსეთის უმსხვილეს აქამდე არასანქცირებულ ბანკს; დამატებით, 50-ზე მეტ რუსულ ბანკს; 40-ზე მეტ რუსულ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და 15 რუს ფინანსისტ ჩინოვნიკს.
ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ “გაზპრომბანკი” რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად, მნიშვნელოვანი ფაქტორია და რუსეთის მთავრობა ასევე იყენებს ბანკს ჯარისკაცებისთვის გასამრჯელოს გადასახდელად.
ავსტრალიამ, კანადამ, ახალმა ზელანდიამ და ბრიტანეთმა “გაზპრომბანკს” სანქციები უკვე დაუწესეს.
სანქციების გზით, სამიზნე დაწესებულებების, სუბიექტების, ან ფიზიკური პირების მთელი ქონება და ფინანსური ინტერესები დაიბლოკება.
თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თქვა, რომ ახალი სანქციები პრეზიდენტ ს მიერ სექტემბერში დადებული პირობის ნაწილია, რათა მან უზრუნველყოს დამატებითი ქმედებები „უკრაინის დასახმარებლად”.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს