ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოს საგარეო მინისტრი მიიწვია – მილერი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმას” უდასტურებს, რომ ნატოს საიუბილეო სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონიდან თბილისში ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
არიან თუ არა სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი? – ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი “ამერიკის ხმას” წერს:
“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.”
კითხვაზე, მიიღეს თუ არა დასტური საქართველოს საგარეო უწყებიდან, სახელმწიფო დეპარტამენტი “ამერიკის ხმას” პასუხობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა “ევროატლანტიკურ გზაზე” დააბრუნოს.
რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მანამდე მიმართა და დღეს ხელახლა დასმულ კითხვაზეც ელის პასუხს, რომელიც მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.
27 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ საქართველო ნატოს სამიტზე იქნება წარმოდგენილი. კობახიძის თქმით, კონკრეტულად ვინ წავა ნატოს სამიტზე, მოგვიანებით დაზუსტდება.
ნატოს ვაშინგტონის სამიტი 9-11 ივლისს არის დაგეგმილი. „აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ საქართველო რამდენიმე დღის წინ მიიწვია.
24 ივნისს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენმა, რომელიც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, სამიტის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ერთ-ერთ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი მოწვეული იქნება“.
შემდეგ კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ საქართველოს წარმომადგენლებს უკვე გაეგზავნათ მიწვევა „საპარტნიორო ღონისძიებებზე“ მონაწილეობის მისაღებად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის