ვაშინგტონმა კიევს დახმარება დროებით შეუჩერა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს დახმარება დროებით შეუჩერა. თეთრმა სახლმა ეს განცხადება 3 მარტს დღის ბოლოს გაახმოვანა.
“ამერიკის ხმისთვის” წერილობით მიცემულ კომენტარში, ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალი რანგის ფიგურამ, ანონიმურობის დაცვის პირობით აღნიშნა: “ პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ფოკუსირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვსურს პარტნიორებმმაც იგივე მიზანს მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ვაპაუზებთ და განვიხილავთ ჩვენს დახმარებას, რომელიც გადაწყვეტას წაადგება”.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ორშაბათს, ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინას ჭირდება “ რეალური, სამართლიანი მშვიდობა”, ისევე, როგორც უსაფრთხოების გგარანტიები, რათა მომავალში ისევ ვეღარ დაემუქროს უკრაინას.”
მან თქვა, რომ “ზუსტადაც რომ უსაფრთხოების გარანტიების არარსებობამ მისცა რუსეთს საშუალება ს ოკუპაცია და დონბასში ომი დაეწყო 11 წლის წინ”. ახლა კი კარგად ჩამოუყალიბებელი უსაფრთხოების გარანტიების პირორებში, რუსეთი აგრძელებს ომს, განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ტრამპმა 3 მარტს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის მხრიდან უკრაინისადმი დახმარების აღმოსაჩენად.
4 მარტს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ სთვის დახმარების შეჩერება საუკეთესო სვლაა მშვიდობის მიღწევის გზაზე. პესკოვის თქმით, ამან შესაძლოა უკრაინას სამშვიდობო პროცესში ჩართვისკენ უბიძგოს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!