ვაშინგტონი მშვიდობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ევროკომისიის პრეზიდენტი კი იმას არკვევს, როგორ მოიპოვოს მეტი თანხა უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად – ორბანი

ვაშინგტონი მშვიდობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ევროკომისიის პრეზიდენტი კი იმას არკვევს, როგორ მოიპოვოს მეტი თანხა უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად – ორბანი
-ის პრეზიდენტის, ს სამშვიდობო ინიციატივამ ახალი იმპულსი მოიპოვა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მაგიდაზეა, ამერიკული მოლაპარაკებების დელეგაცია კი კიევში იმყოფება და მთელ მსოფლიოში მოლოდინები იზრდება.
ს განცხადებით, როდესაც რამეს მიზნად ისახავს, ის ამას ყოველთვის აკეთებს, ახლა კი ტრამპს ომის დასრულება აქვს გადაწყვეტილი.
„ამერიკის პრეზიდენტი უდრეკი ინდივიდუალისტია. იმ დროს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ახლა კი ნათელია, როგორც კი რამეს გადაწყვეტს, ხელიდან არ უშვებს და მან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გადაწყვიტა. ამასობაში ბრიუსელმა რიტმი ისევ დაკარგა. ვაშინგტონი მშვიდობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ევროკომისიის პრეზიდენტი კი იმის გარკვევით არის დაკავებული, თუ როგორ მოიპოვოს კიდევ უფრო მეტი თანხა უკრაინისა და ომის დასაფინანსებლად“, – უნგრეთის პრემიერის მოსაზრებას მისი ოფისის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის შესახებ ერთ-ორ სიტყვას უნგრეთიც იტყვის.
ს პრემიერ-მინისტრიც, რობერტ ფიცოც, აკრიტიკებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის აღდგენაში 100 მილიარდის ინვესტიციის დაბანდებას ისე, რომ ევროკავშირს არაფერს ეკითხებიან“.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.
ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.
-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.
აშშ მოითხოვს, რომ „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.
ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული. როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს. ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა, ნაკლებია მოლოდინია, რომ “ტრამპის გეგმის” განხილვისას ვაშინგტონმა მოქნილობა გამოავლინოს.
სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება. ანონიმური წყაროების ცნობით, კიევზე ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იყო, ვიდრე წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და აშშ-ს სურს, უკრაინამ შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მომდევნო ხუთშაბათისთვის მოაწეროს ხელი. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში პრეზიდენტ ს შეხვდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა შეხვედრას წარმატებული უწოდა. „როიტერის“ თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერისთვის „აგრესიული ვადების“ დადგენას ცდილობდა.
გუშინ, 21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, მ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.