ვაშინგტონი და , სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, უკრაინის ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანების საკითხს განიხილავენ – „ვაშინგტონ პოსტი“

ვაშინგტონი და ში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ფარგლებში განიხილავენ წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში შესაძლოა, 2027 წელს გაწევრიანდეს.
ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის ასეთი სწრაფი შესაძლო გაწევრიანება ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებს აღელვებს. თუმცა, ს ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ შეძლებენ უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევას, რომელსაც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს.
სტატიის მიხედვით, მიიჩნევა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ვაჭრობას და ინვესტიციებს და ასევე კორუფცასთან ბრძოლას.
„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ვაშინგტონი და კიევი ასევე განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ, დონეცკის ოლქიდან ხერსონამდე და ჟაპოროჟიემდე, დემილიტარიზებული ზონის შექმნის საკითხს.
„ამ დემილიტარიზებული ზონის მიღმა იქნება კიდევ ერთი, უფრო ღრმა ზონა, სადაც აკრძალული იქნება მძიმე შეიარაღების განლაგება. ეს ზონა იქნება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, ისე როგორც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული ზონაა“, – წერს სტატიის ავტორი.
მისივე ინფორმაციით, ასევე განიხილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის -ის კონტროლქვეშ გადაცემაც.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ – ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი – ემანუელ მაკრონი