ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს. ეჭვმიტანილი დაკავებულია

ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ სამხედრო პირს, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის წევრები არიან. ABC-ს ორი წყაროს თანახმად, შემთხვევა თეთრი სახლიდან რამდენიმე შენობის დაშორებით მოხდა.
სიენენი დასავლეთ ვირჯინიის შტატის გუბერნატორ პატრიკ მორისიზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დასავლეთ ვირჯინიის ეროვნული გვარდიის წევრების მდგომარეობა უცნობია. მანამდე მორისიმ განაცხადა, რომ გვარდიელები მოკლეს, თუმცა, მოგვიანებით სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ ვრცელდებოდა „წინააღმდეგობრივი ცნობები“ გვარდიელების მდგომარეობის შესახებ. იგივე მედია, ორ სამართალდამცველზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ გვარდიელები ჩაებნენ სროლაში ეჭვმიტანილ მსროლელთან. ეჭვმიტანილი დააკავეს და შემთხვევის ადგილიდან საკაცით გაიყვანეს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „მძიმედ არის დაჭრილი“.
ფორუმი