ვაშინგტონის სასამართლო ტრამპის ადმინისტრაციას ხუთ დღეს აძლევს USAID-ის პროგრამების აღსადგენად

ვაშინგტონის სასამართლო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ს, ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ მოხსნას შეზღუდვა და დროებით დაუშვას უცხოური დახმარების პროგრამების დაფინანსება.
გადაწყვეტილება 13 თებერვალს ფედერალურმა მოსამართლე ამირ ალიმ მიიღო. მან განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების ორი ორგანიზაციის – „შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირების კოალიციისა” და „ჯანდაცვის გლობალური საბჭოს” საჩივრები, რომლებსაც უცხო სახელმწიფოებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებდა.
სასამართლოს მტკიცებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ USAID-ის უცხოური პროექტების დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე სერიოზული ზიანი მიაყენა უცხო სახელმწიფოებში არაერთ ბენეფიციარ კომპანიას. მოსამართლის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ USAID-ის მიერ ათასობით პროგრამის დაფინანსება მათივე დეტალური ანალიზის მიზნით უნდა შეჩერებულიყო. მისივე თქმით, თეთრ სახლში არ განუმარტავთ, რატომ გახდა საჭირო საკითხის შესასწავლად კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების შეწყვეტა და უამრავი ორგანიზაციის დაზარალება.
ვაშინგტონის სასამართლო ტრამპის ადმინისტრაციას ხუთ დღეს აძლევს USAID-ის პროგრამების აღსადგენად.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია