ვაშინგტონის „სამიტი” იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა

ვაშინგტონის „სამიტი” იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვლოდიმერ ზელენსკის შეხვედრას, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ექსპერტი პარალელებს ავლებს ამ უკანასკნელ შეხვედრასა და გასული საუკუნის ისტორიულ სამიტებს შორის და წერს, რომ მსოფლიო კრიზისების გადასაჭრელად მსგავსი ფორმატის შეხვედრები ახალი არ არის. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის მხრიდან არსებობდა იმის ალბათობა, რომ ის წნეხს ვერ გაუძლებდა და სწორედ ამიტომ, მას ზურგს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი უმაგრებდა.
„ოჰ, ეს ასოციაციები… 1919 წელი – ისტორიული კონგრესი ვერსალში, სადაც -ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ევრეპელ ლიდერებს წარუდგინა ომის შემდგომი მსოფლიოს განვითარების „14-პუნქტიანი გეგმა”. ევროპელებს დიდი შიში ჰქონდათ, რომ ვილსონი თავისი ხედვებით მათ კოლონიალურ და სტრატეგიულ ინტერესებს შეუზღუდავდა. განსაკუთრებით, საფრანგეთის პრემიერი, კლემანსო გამოირჩეოდა ამერიკელების წინაშე „სუსტი ნებისყოფით”.
ამიტომ, დანარჩენები სულ მის გვერდით იმყოფებოდნენ. „სუსტ რგოლად” იყო მიჩნეული იალტის 1945 წლის კონფერენციაზე -ს პრეზიდენტი რუზველტი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო სტალინის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყო. ამიტომ, მისი მაკონტროლებელის ფუნქციას ჩერჩილი თამაშობდა. რომ არა ბრიტანეთის პრემიერი, ომის შემდეგ სოციალისტურ ბანაკს (პირობითად) ესპანეთი და პორტუგალიაც შეუერთდებოდა. მსგავსი მიდგომები ბრეჟნევის დროსაც შეიმჩნეოდა 70-80-იან წლებში.
ვთქვათ დაიბარებდა ლეონიდ ილიჩი კრემლში პოლონელ და უნგრელ ხელმძღვანელებს, როგორც წესი, სოციალისტური ბანაკის დაბარჩენი წევრებიც აყოლებდნენ მათ თავის დელეგაციებსაც, რათა იზოლირებულ ან წამგებიან პოზიციებში არ აღმოჩენილიყვნენ. ასე რომ, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ – არახალია. იმის ალბათობა, რომ პირადი უსაფრთხოების თუ „სხვა ტიპის” სარფიანი წინადადებებისა თუ გარანტიების სანაცვლოდ ზელენსკი პრეზიდენტ ტრამპის ზეწოლას ვერ გაუძლებდა, დიდი იყო. ამ ომში ყველას განსხვავებული და საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, გარდა უკრაინელი ხალხისა, რომელსაც არც არავინ არაფერს ეკითხება. თუმცა, არც ზელენსკის დელეგაციაში ევროპელი „ფროილინების” შემადგენლობა იყო ერთგვაროვანი. ამ ეტაპზე (საკვანძო სიტყვაა) ვაშინგტონის „სამიტი” იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა. აწი იწყება ყველაფერი…” – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
Previous: „რაღაც” დივიდენდებით კმაყოფილი ზელენსკი, დასჯილი ევროპა და ნობელის პრემიისკენ ამაყად მიმავალი ტრამპი – აი, ეს ვიხილეთ გუშინ ვაშინგტონში

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს