ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ იმეორებს ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

ნატომ მიიღო ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
დოკუმენტში საქართველო ერთხელ არის ნახსენები, პუნქტში სადაც ხაზგასმულია, რომ რომ ალიანსი არასდროს აღიარებს ს მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ს უკანონო ანექსიას.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს მთელი თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, სადაც ისინი განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონები სტრატეგიული მნიშვნელობისაა ალიანსისთვის.
„ჩვენ შემდგომ მონიტორინგს გავუწევთ და შევაფასებთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გავაძლიერებთ ჩვენს სიტუაციურ ცნობიერებას, განსაკუთრებული აქცენტით ჩვენს უსაფრთხოების გამოწვევებზე და პოტენციურ შესაძლებლობებზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, შესაბამისად. ნატო მხარს უჭერს ამ რეგიონში დაინტერესებული ქვეყნების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, — ნათქვამია დეკლარაციაში.
2008 წლის შემდეგ ეს არის ნატოს სამიტის მეორე დეკლარაცია, რომელიც არ იმეორებს ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. პირველად ასეთი პრეცედენტი დაფიქსირდა 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში. მადრიდის სამიტზე ასევე მიიღეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც რუსეთს საფრთხედ ასახელებდა და საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯიმ რიში – ოთხი კვირის განმავლობაში ქართველი ხალხი ეწინააღმდეგება მთავრობის სახიფათო გზას – საქართველოს ოცნება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში გაერთიანებაა, რასაც მთავრობამ პატივი უნდა სცეს