ვაშინგტონის პრაიმერი ნიკი ჰეილიმ მოიგო

ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ დაამარცხა.
აღნიშნული ჰეილისთვის -ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში პირველი გამარჯვებაა. გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში ტრამპი 62.9%-ით დაამარცხა.
როგორც BBC წერს, ნიკი ჰეილი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.
მიუხედავად ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შიდაპარტიულ რეიტინგში ამ დრომდე ლიდერობს და უდიდესი ალბათობით სწორედ ის დაუპირისპირდება ჯო ბაიდენს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
BBC აღნიშნავს, რომ ისტორიულად ვაშინგტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის დემოკრატებისკენ იხდებოდა. აშშ-ის დედაქალაქში რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ 23 000 მხარდამჭერია რეგისტრირებული. რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ვაშინგტონის პრაიმერიზში მონაწილეობა პარტიის 2 035-მა წევრმა მიიღო.
5 მარტს „სუპერ სამშაბათია“, როდესაც 16 შტატი ჩაატარებს პრაიმერებს. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაკავებულის, სულხან ტუღუშის ადვოკატი – მოსამართლეს და მის მიდგომას რომ ვუყურებდი, ნათელი იყო, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული გენადი კუპრეიშვილი მოსამართლეს – დედა მყავს პენსიონერი, ბანკიდან გამოტანილი აქვს ფული, რომელსაც მე ვიხდი – თუ არ გადავიხადე, პენსიიდან ჩამოაჭრიან და ფულის გარეშე რჩება