ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა, ამ წლის კალენდარში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და წელს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.

აღნიშნული ინფორმაციას -ში საქართველოს საელჩო Facebook საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი, მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა,” წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბაუზერმა ვაშინგტონში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ წინა წელსაც გამოაცხადა. ასეთი სახის გადაწყვეტილებები სიმბოლური ხასიათისაა და, წესისამებრ, ქალაქის მერი კონკრეტული დღის აღნიშვნას დროებით – მხოლოდ მიმდინარე წლის კალენდრისთვის – აცხადებს.