ვაშინგტონის დეკლარაციის გარშემო არსებითი განხილვები სექტემბრიდან დაიწყება – ფაშინიანი

ვაშინგტონში 8 აგვისტოს, -ის შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი დეკლარაციის შემდეგ, ამ საკითხზე არსებითი განხილვები არ გამართულა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ძვირფასო კოლეგებო, ვაშინგტონში ხელმოწერილი სომხეთი-აზერბაიჯანი--ის სამმხრივი დეკლარაცია დიდი დოკუმენტი არ არის. ეს მხოლოდ ხუთპუნქტიანი დოკუმენტია, სადაც ჩამოთვლილია ხუთი პრინციპი, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, საზღვრების ურღვევლობა და ურთიერთობა. ვინც ამ ჩარჩოდან გასულ განცხადებებს აკეთებს, რეალობასთან კავშირი არ აქვს. ხოლო ამ ჩარჩოში არსებული ყველაფერი შეიძლება განიხილებოდეს და განხილვადი იქნება“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს.
„ჩვენ არაფერს განვიხილავთ, რადგან 8 აგვისტოს შემდეგ ამ თემაზე არსებითი განხილვა არ ყოფილა. სექტემბრიდან დავიწყებთ უფრო არსებით განხილვებს როგორც აშშ-სთან მათი ნაწილის მიხედვით, ასევე აზერბაიჯანთან მათი ნაწილის მიხედვით“, –