ვაშაძის თქმით, ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხი დღის წესრიგშია

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ქართლი ოცნების დელეგაციისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე უარის საკითხი დღის წესრიგში უკვე დადგა.
ვაშაძემ ფორმულას ეთერში სტრასბურგიდან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოცნებამ მიიყვანა იმ ვითარებამდე, როდესაც პირველად დადგა საქართველოს დელეგაციის არაღიარების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

გარდა ამისა, ვაშაძემ თქვა, რომ მათ აქვთ ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას აწვდიან.
“სამწუხაროდ, საქართველო უკვე ქართულმა ოცნებამ მიიყვანა იმ ვითარებამდე, როდესაც პირველად დადგა საქართველოს დელეგაციის არაღიარების საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს, სწორედ ესაა ჩვენი აქ ყოფნის მიზანი და მიზეზი. ჩვენ გვაქვს სპეციალური მოწვევა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, სადაც წარვადგენთ ყველა ინფორმაციას, თუ რა ხდება ახლა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ორმხრივი შეხვედრები ყველა ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომ დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც მოპარული ს, ისე პოლიტპატიმრებისა და წამების, არაადამიანური მოპყრობის შესახებ.
შემიძლია, საზოგადოებას ვუთხრა, რომ სრული კონსენსუსია ევროპულ ასპარეზზე, რომ საქართველოში ახლიდან უნდა ჩატარდეს არჩევნები და რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს მზია ამაღლობელის საქმეზეც”- თქვა ვაშაძემ.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დღეს გაიხსნა.
სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართეს, არ დაადასტურონ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.