ვაშაძე: 3500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი, აი რა არჩევანის წინაშე დგახართ 26 ოქტომბერს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართული ოცნება მოსახლეობას დაყოფას, დაპირისპირებასა და პოლარიზაციას სთავაზობს.
ვაშაძის თქმით, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა მოსახლეობას ევროპული ტიპის დემოკრატიას სთავაზობს.
“26 ოქტომბერს ჩვენი, ყველას ერთად გამარჯვების შემდეგ, ეროვნული თანხმობის აქტს გთავაზობთ, რომ ამ ქვეყანაში მტრობა აღარ იყოს. ქართული ოცნება გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას… ამის ნათელი დასტურია სენატორი ჯინ შაჰინის განცხადება, რომელიც ცხადჰყოფს, რომ ქართულმა ოცნებამ აირჩია დიქტატურის დამყარების გზა. ჩვენ ამის საპირისპიროდ გთავაზობთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც სასამართლო იცავს ადამიანის უფლებებს, სადაც არავინ არ დგას ვინმეს ზემოთ და მაღლა”, – ამბობს ვაშაძე.
ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთვის 14-მილიარდიან აღმშენებლობის ფონდი ამოქმედდება.
“ქართული ოცნება გთავაზობთ დასავლური ინვესტიციების შეჩერებას და ფაქტია, რომ ბევრი ინვესტიცია გაჩერდა საქართველოში. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე ავამოქმედებთ 14 მილიარდიანი აღმშენებლობის ფონდს საქართველოსთვის. ეს არის ევროპული და ამერიკული ფონდები, რომლებსაც მოვიზიდავთ, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, რაც მთავარია უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.
ქართული ოცნება გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ის დაბალი ხელფასები და უმუშევრობა, რომელიც არის გეუბნებათ , რომ არის სრულებით ნორმალური და აბსოლუტურად კარგი, რომ 300; 400; 500; ლარიანი სამსახური სრულიად საკმარისია. ჩვენ კი გეუბნებით, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3500 ლარი და სწორედ იმ 14 მილიარდით და სხვა ინვესტიციებით, რასაც მოვიზიდავთ წარმოების განვითარებით სოფლის მეურნეობაში, მილიარდიანი სუბსიდიით, რომელიც ევროპიდან წამოვა. ტექნოლოგიების განვითარებით 3500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი. აი ეს არის ნაწილი იმის, თუ რა არჩევანის წინაშე დგახართ ყველანი თქვენ 26 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკეზე იზოლაციაში იმიტომ, რომ ჩვენი არჩევანი არის განვითარება, ჩვენ გვინდა მეტი წინსვლა, ჩვენ გვინდა ევროპაში შესვლა, ჩვენ გვინდა უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, ჩვენ გვინდა მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და მითუმეტეს არ გვინდა დიქტატურა “, – თქვა მ.