ვაშაძე: ჩვენი პასუხია ერთიანობა, ჩვენი სიმბოლოა ხელის ჩამორთმევა, უნდა შევრიგდეთ, ხალხნო

მე მათ ვეუბნები, რომ ვერ დაგვაშინებენ, თქვენი არავის არ ეშინია.
და მოდი რა, გადავფურცლოთ, გადავშალოთ ეს უბედურება, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და წავიდეთ განვითარებისკენ.
რაც არ უნდა დაგვახვედრონ, ჩვენი პასუხია ერთიანობა, ჩვენ გვინდა, ყველას ხელი ჩამოვართვათ, ჩვენი სიმბოლო ამიტომაა ხელის ჩამორთმევა, უნდა შევრიგდეთ, ხალხნო, უნდა გადავიაზროთ ერთი რამ, რომ ერთადერთი, რაზეც დგას ეს რეჟიმი – წაგვკიდოს ერთმანეთს.
რა გვაქვს გასაყოფი ამ ქვეყანაში, ასეთი საოცარი რესურსები გვაქვს, საოცარი ქვეყანა გვაქვს, საოცარი სამშობლო გვიბოძა უფალმა და ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი.
ასე პასუხობს სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი TV პირველის კითხვას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ოპოზიციაზე განცხადებას ეხებოდა. კერძოდ, ს თქმით, “რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?”.