ჩვენი, გამარჯვების კოალიციის მთავარი გზავნილი, პირველ რიგში არის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება. ჩვენ გამარჯვებისთანავე, უმოკლეს ვადაში ევროკომისიის 9-ვე წინაპირობას შევასრულებთ და ფუნდამენტურ რეფორმებს დავიწყებთ.
ყველა გაჩერებულ პროექტს წელიწადნახევარში დავასრულებთ, უცხოურ ინვესტიციებს შემოვიტანთ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შევქმნით. Apple, Google, Amazon – ყველა ამ კოპანიის ოფისები საქართველოში გაიხსნება. გაჩვენებთ, რა არის საქმის ნამდვილი კეთება. ახალ სარკინიგზო ხაზებს გავიყვანთ, ბრიუსელთან პირდაპირი მატარებელი გვექნება. ჩაჯდები თბილისში და ჩახვალ ბრიუსელში, მატარებლით დაუკავშირდები.
არა მხოლოდ თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ზუგდიდის, არამედ, თბილისი-სოხუმის მატარებელიც იქნება, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ. ასევე, ყველა ქართული სოფელი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად იქცევა.
