ვაშაძე: სააკაშვილმა განაცხადი გააკეთა, ვისაც გინდათ ერთად ვიბრძოლოთ – აგერ აქ ვარ

გამარჯვების პლატფორმის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, მიესალმება სააკაშვილის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ბორდის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ ენმ-სა და გამარჯვების პლატფორმის ლიდერი ა.
“მიხეილ სააკაშვილმა განაცხადი გააკეთა, რომ ვისაც გინდა ერთად ვიბრძოლოთ – აგერ აქ ვარ და არა სადმე სხვაგან. მორჩა და დამთავრდა”. – ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.
9 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ე.წ. ბორდს. გიორგი ვაშაძის თქმით, ბორდი კიდევ ერთი – ახალი მექანიზმია ბრძოლისთვის სააკაშვილთან ერთად.

“სააკაშვილმა თქვა მარტივი რამ, ვისაც გინდათ რომ ერთად ვიყოთ და ჩემთან ერთად, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აპირებთ ბრძოლას, აგერ ბატონო კიდევ ერთი მექანიზმი – ბორდის სახით. […] მე ვარ ხუთი ნომერი, ხუთი ნომრის გარდა არ არსებობს ს რაიმე მოცემულობა სხვაგან. გინდათ ჩემთან ერთად ბრძოლა? გინდათ რომ ერთად ვიბრძოლოთ? აგერ ბორდი, კიდევ ახალი მექანიზმი შევქმენით, მობრძანდით, დავსხდეთ და ერთად ვიბრძოლოთ”. – ამბობს .
მისივე განმარტებით, მან იცის რომ “გარკვეული ადამიანები, ძალიან საინტერესო პიროვნებები ფიქრობენ რომ ბორდში ჩაერთონ, მიშასთან ერთად ამ ბრძოლაში”.