ვაშაძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა

უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს ქართული ოცნება კონსტიტუციის უგულებელყოფას.
პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებით.
ამიტომ დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, რომ ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს, თვითონ გამდიდრეს, ხალხი კი იყოს უკიდურესად მძიმე ვითარებაში.
გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ, ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი, რაც ეხლა ხდება ქვეყანაში, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროპისკენ.
ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია შეიყვანოს საქართველო ევროკავშირში დაჩქარებული წესით, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება ყველას ერთად.