ერთიანობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა ნიშანია იმისა, რომ მათი დრო დასრულდა.
“ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობა აშკარა ნიშანია იმისა, რომ ეშინიათ რადგან იციან, მათი დრო დასრულდა! ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე დაგვყოფს, თუმცა ისინი ცდებიან, ქართველი ხალხის ნებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. 26 ოქტომბერს ერთიანობით და საერთო ძალისხმევით მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ერთად გავიმარჯვებთ!”, – წერს მელია.
მელიას ცოტა ხნის წინ სამტრედიაში დაესხნენ თავს. ის პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც უცნობი პირი მიუახლოვდა და დაარტყა.