ვაშაძე: ზოგადად, კობახიძე ჩვენი პარტნიორებისთვის გაუქმებულია

კობახიძეს ყველა შეხვედრა, რაც კი ჰქონია პრემიერმინისტრობის პერიოდში, საქართველოსთვის ცუდად დამთავრდა. კარგია, რომ არ ხდება, ცუდი მაინც არაფერი მოხდება. ერთხელ შეხვდა და ევროკავშირში ინტეგრაცია გაგვიჩერეს, მეორე შეხვედრა იყო და ამერიკამ დაფინანსება გაგვიჩერა, მესამე იყო და გერმანიამ და საფრანგეთმა დაფინანსება გაგვიჩერეს, მერე იყო და ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მიიღეს გადაწყვეტილება. კარგია, რომ არ ხვდება. ზოგადად, ჩვენი პარტნიორებისთვის გაუქმებულია. ახლა ჩვენ უნდა გავაუქმეთ 26 ოქტომბერს ეს ადამიანი, რათა აღარ ვიყოთ აი ამ მძიმე ვითარებაში.