ვაშაძე და აქუბარდიაც მზად არიან, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებს თავდებში ჩაუდგნენ

“ერთიანობის” ერთ-ერთი ლიდერი, და ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მზადყოფნას გამოთქვამენ, ლელოს წევრის, ს ინიციატივას შეუერთდნენ და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 ახალგაზრდას თავდებში ჩაუდგნენ. ნაცვლიშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
“ანა ნაცვლიშვილისგან ამ ინიციატივას მივესალმები. მე მზად ვარ, მას შევუერთდე და ჩათვალეთ, რომ ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა არის”. – თქვა ვაშაძემ.
კომენტარი თეონა აქუბარდიამაც გააკეთა.
“იქამდე, სანამ სექტემბერი მოვა, ქართული ოცნება სამაგალითო/სანიმუშო დასჯაზე გადავიდა იმისთვის, რომ ხალხი კიდევ უფრო დააშინონ და ახალგაზრდა ადამიანებს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, გრძელვადიანად საპატიმროში უშვებენ […] მე არ ვფიქრობ, რომ თავდებობა ამას უშველის, მაგრამ, ბუნებრივია, თუ შესაძლებლობა და საჭიროება იქნება, რომ ეს ხალხი მეც დავიცვა, ამისთვის მზად ვარ”. – განაცხადა აქუბარდიამ.
პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ 2 მოქალაქეს, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს გათავისუფლებისთვის თავდებში ჩაუდგა. მან იგივეს გაკეთებისკენ თავის ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდა.
24 ივლისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული 2 მოქალაქე, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
14 მაისის აქციაზე პოლიციის ჯებირის დაზიანებისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ომარ ოკრიბელაშვილი და 2001 წელს დაბადებული საბა მეფარიშვილი 16 მაისს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მუხლი 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია დაკავებულების მიმართ ციხეში არასათანადო მოპყრობის შესახებ. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა საპარსის გადაყლაპვაც სცადა, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა. დღის განმავლობაში N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაკავებულები მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც.