სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ახლა ქვეყნის ამოცანაა, დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი.
“მინდა მივულოცო მოლდოვას და უკრაინას, რომ მათ დაიწყეს მოლაპარაკება, რომ არა ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობა, ჩვენც მათთან ერთად უკვე დავიწყებდით კანდიდატის სტატუსზე მოლაპარაკებას, მაგრამ ჩვენი გამარჯვება კიდევ წინ არის.
ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, გავატაროთ სწრაფი რეფორმები და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. იმისათვის, რომ ქართული ეროვნული დროშა ღირსეულად ფრიალებდეს მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან ერთად და ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა ვაშაძემ.
ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის წევრები საზეიმო ღონისძიებას მართავენ. ლიდერები და მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან არიან შეკრებილი.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.