“ვაშაძეს არავინ ეკითხება ლიდერების დანიშვნას” – ჩერგოლეიშვილი

რეჟიმის წინააღმდეგობას ახლა ჰყავს სამი მოქმედი პირი:
1) ხალხი ქუჩაში, რომელიც აქტიურია და ჩვენ ვნახეთ ეს ენერგია, რომელიც გადმოიღვარა. 2) პოლიტიკური სპექტრი – აქამდე არ იყო კარგად საქმე, მაგრამ ახლა კონტურებს ვხედავ, რომ შესაძლოა შეთანხმება მოხერხდეს იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს ცვლილებების მერე. პრეზიდენტს ამაზე მზადყოფნა აქვს და ვიცით საერთაშორისო ორგანიზაციების აზრი, რომ ისინიც მოწადინებულები არიან, რაღაც შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ პარტიებს შორის იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს ამომრჩეველი ს მერე და ამ ტიპის ერთობა შევქმნათ და არა ეს გიჟური, ერთიანი სიები, რომელიც წინასწარ არის განწირული კონფლიქტისთვის. 3) დასავლეთი, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი და ცალსახა რეჟიმის მიმართ. პროცესი სწორი მიმართულებით მიდის და იმედია პრეზიდენტი არ შემოიტანს ისეთ საკითხებს დღის წესრიგში, რაც გაგვხლეჩს და არ გაგვაერთიანებს. გვაერთიანებს ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ქვეყანა, რაც მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. ეს გულისხმობს კონკრეტულ სისტემას და პოლიტიკურ სპექტრს გვჭირდება შევთანხმდეთ იმ საბაზისო სისტემურ ცვლილებებზე, რაც პასუხს გასცემს იმ შიშებს, რომელიც საზოგადოებაში ტრიალებს.
რაც შეეხება ლიდერებს, ვაშაძეს არავინ ეკითხება ლიდერების დანიშვნას, ლიდერებს ქართველი ხალხი დანიშნავს არჩევნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ პრორუსული ხელისუფლება გადაწყვეტს, ქართველი ხალხის ნება გააყალბოს, მათთვის სერიოზული სუსხი წამოვა ქართველი ხალხისგან და დასავლეთისგან – ნებისმიერი კვლევა აჩვენებს მხოლოდ ერთს, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება

თინა ხიდაშელი – არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი და ქვეყანაში არცერთი კრიტერიუმით არ არის არც სამართლიანი, არც თავისუფალი საარჩევნო გარემო – ხალხს თუ გაუჩნდა იმის რწმენა, რომ არჩევნები მოპარეს, მას ვერაფერი გააჩერებს