ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კიდევ ერთხელ იმიტომ წარადგინა, რომ 2024 წლის არჩევნებში წაგების ეშინიათ

პარტია „ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი კიდევ ერთხელ იმიტომ წარადგინა, რადგან 2024 წლის არჩევნებში წაგების ეშინიათ. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როცა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, მეგონა, რომ მართლა არ გვექნებოდა ასეთი სხდომები. { თქვენგან განსხვავებით} ჩვენ გვაქვს ძალიან განსხვავებული ღირებულებები, ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვანაირად გვესმის რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულება.
შევარდნაძემ ჩამოაყვანინა ნახევარი აჭარა, მიხეილ სააკაშვილმა „დინამოს“ სტადიონი გაავსო, იგივეს აკეთებთ თქვენც. დაშინებით მოგყავთ ბაღის პედაგოგები, სკოლის პედაგოგები.
მეგობრებო, ამ ევროპის ირგვლივ მაინც გავერთიანდეთ, რა საჭირო იყო საერთოდ ამ კანონის ახლა წამოწევა? – საჭიროება ის იყო, რომ ალბათ, ზუსტად რომ გეშინიათ, რომ წააგებთ შემდეგ არჩევნებს. არ არის პრობლემა ს წაგება. მთავრობები მოდიან და მიდიან“, – განაცხადა სურგულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით