ვატიკანმა რუსეთ-უკრაინის ომზე პაპის განცხადება განმარტა

ვატიკანი პაპი ფრანცისკეს განცხადებას განმარტავს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ს „თეთრი დროშის აფრიალებისთვის“ გამბედაობისკენ მოუწოდა.
ს აღნიშნულ განცხადებას როგორც უკრაინის, ასევე მისი მოკავშირეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც პაპი ფრანცისკეს სიტყვების განმარტება თავდაპირველად ს პრესსპიკერს, შემდგომ კი კარდინალ პიეტრო პაროლინის მოუწია. პაროლინი ვატიკანის სახელმწიფო მდივანია.
პაპი ფრანცისკეს განცხადების შემდეგ, ვაპიტაკანის პრესასთან პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პაპმა საკუთარ განცხადებაში უკრაინას არა კაპიტულაციის, არამედ მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოხატვისკენ მოუწოდა.
ამის შემდეგ, საკითხს იტალიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან ინტევიუში გამოეხმაურა ვატიკანის სახელმწიფო მდივანიც. კარდინალს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ მიმართა პაპმა კონფლიქტის მხოლოდ ერთ მხარეს აღნიშნული ინიციატივით, რაზეც კარდინალმა პაროლინიმ განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკეს მოწოდება უკრაინაში მიმდინარე უსამართლო ომის დასრულებისკენაა მიმართული და „პირველ რიგში, ცეცხლი აგრესორმა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს“.
რომის პაპის ინტერვიუ შვეიცარულ ტელეკომპანიასთან თებერვალში ჩაიწერა და ეთერში 20 მარტს უნდა გავიდეს. ციტატის მიხედვით, რომელიც „როიტერსმა“ გაავრცელა, ინტერვიუს ფარგლებში პაპს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა „მიმდინარე დებატზე, უნდა „აეფრიალებინა უკრაინას თეთრი დროშა“, თუ მოახდენდა ამგვარი ქმედება აგრესიის ლეგიტიმაციას“, რაზეც პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ „ის, ვინც ძლიერია, ყოველთვის ფიქრობს ადამიანებზე და აქვს გამბედაობა, ააფრილოს „თეთრი დროშა“ და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან“:
„როდესაც ხედავ, რომ დამარცხდი, რომ საქმე კარგად არ მიდის, უნდა გაგაჩნდეს მოლაპარაკებების გამბედაობა“ — თქვა რომის პაპმა.
რომის პაპის ამ ციტატის გავრცელების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა „არასდროს ააფრიალებს სხვა დროშას, გარდა მათი ეროვნული — ლურჯ-ყვითელი დროშისა“.

ასევე დაგაინტერესებთ