ვატიკანმა არქიტექტორ ანტონიო გაუდის წმინდანად შერაცხვის პროცესი დაიწყო

ვატიკანმა ესპანელი არქიტექტორის, ანტონი გაუდის წმინდანად შერაცხვის პროცესი დაიწყო, მისი “გმირული სათნოებების” აღსანიშნავად.
გაუდი – რომელსაც “ღმერთის არქიტექტორს” უწოდებენ ხოლმე – ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობის, საგრადა-ფამილიას დაუმთავრებელი საკათედრო ტაძრის შემქმნელია.
ორშაბათს ვატიკანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ კატალონიაში დაბადებულ არქიტექტორს “ღირსის” წოდება მიანიჭა.
ეს არის ადრეული ნაბიჯი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანის ოფიციალურად კანონიზაციის გზაზე.
ანტონიო გაუდის, რომელიც ღრმად მორწმუნე კათოლიკე იყო, წმინდანად შერაცხვას უკვე ათწლეულებია ითხოვენ.
ბარსელონის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ხუან ხოსე ომელამ ამ ამბავს “სიხარულის მომგვრელი” უწოდა და თქვა, რომ ”ეს არის არა მხოლოდ მისი არქიტექტურული შემოქმედების აღიარება, არამედ რაღაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი”, – იტყობინება სააგენტო AFP.

ასევე დაგაინტერესებთ

თედო აბრამოვის დედა – სისტემის ყველა პატიმარი დროულად გათავისუფლებულიყოს, ყველა დედას ვუსურვებ იმ აფექტში ყოფნას, რასაც მე განვიცდი, მალე ჩაეხუტებინოთ თავიანთი შვილები – ვუსურვებ მათ, სიმართლე აღდგეს