შესაძლოა გახდეს რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მოედანი – მარკო რუბიო

-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა მიიღონ ვატიკანის შეთავაზება, უზრუნველყოს უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა.
„ვატიკანმა შემოგვთავაზა ძალიან გულუხვი წინადადება, მათ შორის, ორგანიზება გაუკეთოს არა მხოლოდ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრას. ეს არის ის წინადადება, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს არის ადგილი, სადაც კომფორტულად შეიძლება იგრძნოს თავი ყველა მხარემ. ასე რომ, ვიმედოვნებ, მივალთ იმ სტადიამდე, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება რეგულარულად და მიიღებს შესაძლებლობას, იყოს მოლაპარაკებების ადგილის ერთ-ერთი ვარიანტი“, – განაცხადა რუბიომ CBS News-თან ინტერვიუში.
ცოტა ხნით ადრე, რომის პაპმა ლეო XIV-მ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი წერტილი სწორედ ვატიკანი შეიძლება იყოს. 18 მაისს, მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი დაესწრებიან ახალი პონტიფიკოსის ინტრონიზაციის ცერემონიას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს