: რუსეთის მხრიდან აგრესიის დასრულება არის “პირველი პირობა” უკრაინაში მშვიდობისთვის

ვატიკანმა 12 მარტს განაცხადა, რომ მშვიდობისთვის “პირველ პირობას” წარმოადგენს რუსეთის მხრიდან “აგრესიის დასრულება” – ეს განცხადება მოჰყვა პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, რომ უკრაინამ “თეთრი დროშის გაბედულება უნდა გამოიჩინოს”, რამაც კრიტიკა გამოიწვია კიევსა და მის მოკავშირეებში.
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა და პაპის უახლოესმა თანამშრომელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ეს განცხადება გააკეთა ყოველდღიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, 12 მარტს. “წმინდა საყდარი ამ გზას მიჰყვება და კვლავ ითხოვს ‘ცეცხლის შეწყვეტას', და ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ”, – ამბობს პაროლინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?