ვატიკანი – რომის პაპმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში რუსეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რომის პაპმა ლეო XIV-მ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომის პაპმა და ს პრეზიდენტმა ჰუმანიტარული სიტუაცია, ასევე საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელშეწყობის აუცილებლობა განიხილეს.
„პაპმა რუსეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ჟესტი, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას და ხაზი გაუსვა დიალოგის მნიშვნელობას მხარეებს შორის პოზიტიური კონტაქტების შესაქმნელად და კონფლიქტის გადაჭრის გზების მოსაძებნად“, – აღნიშნულია ს განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კრემლმაც, რომლის თანახმადაც, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა „დაადასტურა ინტერესი პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მშვიდობის მიღწევის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისის საბოლოო, სამართლიანი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტისთვის აუცილებელია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრა“.