ოფიციალური ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს 26 აპრილს, შაბათს, ვატიკანის დროით 10:00 საათზე დაკრძალავენ.
21 აპრილის დილით პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა – ის 88 წლის იყო.
პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.
22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
თუმცა, 29 მარტს, ექიმმა, რომელმაც პაპის ხუთკვირიან ჰოსპიტალიზაციას ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ვატიკანში დაბრუნების შემდეგ პაპი ფრანცისკეს მდგომარეობა “ნამდვილად გასაოცრად გაუმჯობესდა” და უმძიმესი ორმაგი პნევმონიის გადატანის შემდეგ ორგანიზმი “აღდგენას განაგრძობს”.
პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.