ვასო ურუშაძე – 26 ოქტომბრის არჩევნებში, თუ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, საქართველო ასამდე ინფრასტრუქტურულ პროექტს დაკარგავს

26 ოქტომბრის არჩევნებში, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, საქართველო ასამდე ინფრასტრუქტურულ პროექტს დაკარგავს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია მნიშვნელოვანი პროექტების დაკარგვაზე.
„ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, საქართველოში ასამდე ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდება, დაიკარგება ათი მილიარდის ინვესტიცია და საშუალოდ ასი ათასი სამუშაო ადგილი. ეს მოხდება იმ პირობებში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება” შეინარჩუნებს ძალაუფლებას. აქ საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებიც ეხება მაგალითად, თბილისის განვითარებას, მეტროპოლიტენის მოდერნიზაციას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, ეხება ისეთ პროექტებს, როგორიც არის ირიგაცია – სარწყავი სისტემების მოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია, ავტომაგისტრალების მშენებლობა, რაც ჯამში ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ეს არია პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის მილიარდობით ლარის ინვესტიცია, რომელსაც გვაკარგვინებს ივანიშვილის რეჟიმი, ამიტომ ჩვენ ერთიანობით, ერთობით უნდა დავიწყოთ აღმშენებლობა იმის, რასაც 12 წელია ანგრევს ივანიშვილის ხელისუფლება”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ ბრიფინგზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა