ვასო ურუშაძე – „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი არა თუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა

„ქართული ოცნების“ და ს ოლიგარქიული მმართველობის პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი არა თუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რასაც მოჰყვა სწორედ სიღარიბის მატება და გამდიდრდა მხოლოდ ელიტური ჯგუფი – ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა და კორუმპირებული ჩინოვნიკები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანებმა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა იპოვონ ემიგრაციაში მიდიან და „ამ ყველაფრის საფუძველი და გამომწვევი მიზეზი, სწორედ კორუფციაა“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, კორუფციის აღქმის ინდექსი გაუმჯობესდა 76 საფეხურით. 2003 წელს ეს 127-ე პოზიცია იყო, რაც საქართველოს შემთხვევაში კორუფციის აღქმის ინდექსი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში იყო განსაზღვრული და 2012 წლის მაჩვენებელი შემცირდა 51-მდე. აღნიშნულ პროგრესს მოჰყვა ეკონომიკის განვითარება, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა და მოქალაქეების კეთილდღეობა, ხოლო „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში კორუფციის აღქმის ინდექსი არა თუ გაუმჯობესდა, არამედ მკვეთრად გაუარესდა და ამას სწორედ სიღარიბის მატება მოჰყვა, ამას სიღარიბის სიდუხჭირე მოჰყვა, გამდიდრდა მხოლოდ ელიტური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის, მისი ოჯახის წევრების, მისი ახლო ნათესავების და მისი ოლიგარქიული „კლანის“ და გამდიდრდნენ, ასევე, კორუმპირებული ჩინოვნიკები, თუმცა საქართველოს სხვა მოქალაქეებისათვის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გაიზარდა სიღარიბე, გაიზარდა სოციალურთა რაოდენობა, შემცირდა სამუშაო ადგილები და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა პროგრესი, რასაც მოჰყვებოდა ეკონომიკის განვითარება, მოჰყვებოდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ღირსეული დასაქმება, მოქალაქეების კეთილდღეობა, ჩვენ სიღარიბე მივიღეთ და ის ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობად იქცა. იმისთვის, რომ ადამიანებმა იპოვონ ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა მიდიან ემიგრაციაში და ამ ყველაფრის საფუძველი და გამომწვევი მიზეზი, სწორედ კორუფციაა. კორუფცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოლიგარქიულმა კლანმა ბოლო 12 წლის განმავლობაში დანერგა საქართველოში, სადაც აღებ-მიცემობა და ნებისმიერი სახელმწიფო რესურსის გამოყენება, სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვა პირდაპირ, მხოლოდ და მხოლოდ მათ კორუფციულ ინტერესებში შედის და არა სამუშაო ადგილების შექმნაში, არა ეკონომიკის განვითარებაში და არა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაში“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ