ვასო ურუშაძე – საგარეო ვაჭრობის „დისბალანსმა“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია – საქართველოზე უარესი საგარეო ვაჭრობის ბალანსი მხოლოდ მსოფლიოს 21 ქვეყანას გააჩნია

საგარეო ვაჭრობის „დისბალანსმა“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენი ამოცანა იქნება საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ დამატებით ღირებულებას მსოფლიო ბაზრისთვის, რაც მოგვიტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ წელიწადში საგარეო ვაჭრობის დისბალანსი 15% – ით გაიზარდა.
„საგარეო ვაჭრობის „დისბალანსმა“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ჩვენი ამოცანა იქნება საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში. ჩვენ უნდა ვქმნიდეთ დამატებით ღირებულებას მსოფლიო ბაზრისთვის, რაც მოგვიტანს ეკონომიკურ კეთილდღეობას და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს
2023 წელს საგარეო ვაჭრობის „დისბალანსმა“ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საქონლის ღირებულების იმპორტი 2.53 – ჯერ აღემატება – ექსპორტს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი თანაფარდობა არ დაფიქსირებულა.
2023 წლის მონაცემებით ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დისბალანსმა, 9.3 მილიარდი დოლარს მიაღწია, 2022 წელს – 8.0 მილიარდ აშშ დოლს შეადგენდა, ერთ წელიწადში საგარეო ვაჭრობის დისბალანსი 15%- ით გაიზარდა.
„დისბალანსის“ ზრდის ძირითადი მიზეზი – კონცენტრირებულ ბაზრებზე, პირველ რიგში, ს ბაზარზე დამოკიდებულების ზრდითაა განპირობებული. ერთი მაგალითიც საკმარისია, 2012–2023 წწ, მხოლოდ რუსეთზე საწვავის დამოკიდებულება 11 ჯერ გაიზარდა. 2012 წელი 66 000 ტონა, 2023 წელი 736 ათასი ტონა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბალანსი, ბოლო 20 წლის განმავლობაში უარყოფითია. 2004 წელს 1.2 მილიარდ აშშ დოლარს წარმოადგენდა, 2023 წელს კი 9.3 მილიარდს, ფაქტობრივად ამ პერიოდში 7.8 – ჯერ გაუარესებულია. რაც ნიშნავს, რომ საქართველო 7.8 ჯერ მეტად დამოკიდებული გახდა იმპორტირებულ საქონელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მსოფლიო ბანკის 2022 წლის მონაცემებით საქართველო საგარეო ვაჭრობის ბალანსის რეიტინგში, მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის, არასახარბიელო 158-ე ადგილზეა, ფაქტობრივად საქართველოზე უარესი საგარეო ვაჭრობის ბალანსი მხოლოდ მსოფლიოს 21 ქვეყანას გააჩნია. საქართველოს უსწრებს რეგიონის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი, ახლოსაა და ტაჯიკეთი“,- განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა