ვასო ურუშაძე – მნიშვნელოვანია, ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს

მნიშვნელოვანია, ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს და არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია მის საბოლოო დამტკიცებამდე.“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერდნენ „რუსულ კანონს” და არიან თანამონაწილეები საქართველოსთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკის გატარებაში.
რუსული კანონი აფერხებს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობას და საფრთხის წინაშე აგდებს ქვეყნის საგარეო კურსს.
ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად შესაძლოა საქართველო აღმოჩნდეს რკინის ფარდის მიღმა, იქცეს ს უკანე ეზოდ, სადაც იქნება სიღარიბე, კორუფცია და კრიმინალი, რა პირობებშიც შეუძლებელი იქნება ჯანსაღი ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა.
მნიშვნელოვანია ქვეყნის არაფორმალურ მმართველებთან და კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, საერთაშორისო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებში მოხვდნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც ღიად მხარს უჭერდნენ რუსულ კანონს და არ შეცვალეს საკუთარი პოზიცია მის საბოლოო დამტკიცებამდე”, – აცხადებს ურუშაძე და აქვეყნებს იმ ბიზნესმენების განცხადებებს, რომლების, მისივე ინფორმაციით, მხარს უჭერენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.
ურუშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონის მხარდამჭერებს შორის არიან ბიზნესმენები: ხვიჩა მაქაცარია, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კაპანაძე, ილია წულაია, ივანე ნაკაიძე, სულხან პაპაშვილი, ელდარ მილდიანი.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.