ვასო ურუშაძე – კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა – მნიშვნელოვანია, თბილისს ჰქონდეს რეალური ხედვა, ურბანული სატრანსპორტო განვითარების გეგმა, რომელიც ამ პრობლემებს თანმიმდევრულად მოაგვარებს

კვლევის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა, ამას ადასტურებს ჩვენი ანალიზი, ექსპერტების მოსაზრებები და ამას ადასტურებს ის მძიმე რეალობა, რომელიც დედაქალაქშია შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსის სახით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ დედაქალაქში არსებულ საცობებთან დაკავშირებით გამართული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
„კვლევის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკამ განიცადა კრახი, ამას ადასტურებს ჩვენი ანალიზი, ექსპერტების მოსაზრებები და ამას ადასტურებს ის მძიმე რეალობა, რომელიც შექმნილია დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის სახით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თბილისს გააჩნდეს რეალური ხედვა, ურბანული სატრანსპორტო განვითარების გეგმა, რომელიც ამ პრობლემებს თანმიმდევრულად მოაგვარებს და იქნება სწორი პრიორიტეტები. ჩვენ გავხსენით დისკუსია, დავიწყეთ კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ ექსპერტებთან, ასევე საერთაშორისო დონეზე და გვექნება სამუშაო პროცესი, რის შედეგადაც დავდებთ განვითარების სტრატეგიას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონახაზი, ხედვა, თუ რა უნდა იყოს დედაქალაქში პრიორიტეტი იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც არის შექმნილი. მაშინ, როდესაც თბილისის მერი აცხადებს, რომ მთავარი გამოსავალი არის მხოლოდ საავტობუსო, ე.წ. ბასლაინების მოწყობა, არის მცდარი მოსაზრება და ჩიხისკენ მიმავალი გზა.
თბილისში არსებული მემკვიდრეობა, ისტორიული ქალაქი, საბჭოთა მემკვიდრეობა და განუკითხაობის, ანუ არასწორი განაშენიანების 30 წლიანი მემკვიდრეობა, სამწუხაროდ არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ნაწილში მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია რელსიანი ტრანსპორტის განვითარება, ეს არის: მეტროპოლიტენი, ტრამვაი, საბაგირო ტრანსპორტი და მნიშვნელოვანია კომპლექსური ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარება, ეს არის ხიდების მშენებლობა მტკვარზე, დამატებითი ესტაკადების შექმნა, მაგრამ პრიორიტეტი უნდა იყოს უცვლელი, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მაგრამ არა მხოლოდ საავტობუსო, არამედ ძირითად შემთხვევაში ეს უნდა იყოს რელსიანი ტრანსპორტი. ამ სტრატეგიას სჭირდება განხორციელება, კონკრეტული დონორების მოძიება, კონკრეტული გეგმების შემუშავება, რომლისთვისაც ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გამარჯვების პლატფორმა“ მზად ვართ და კახი კალაძე, რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთადერთია, რომელიც არ აღიარებს თავის შეცდომებს და არ აღიარებს იმას, რომ მან არასწორი სტრატეგია აირჩია დედაქალაქში, ჩვენი პლატფორმა ღიაა მანამ, სანამ ჯერ კიდევ დაგვრჩენია იმის დრო, რომ ჩვენი დედაქალაქი გადავარჩინოთ“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯემალ გამახარია – თუ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ განვითარდა, მზად უნდა ვიყოთ მონანიებისთვის, არა იმისთვის, რომ ცალმხრივად ბოდიში მოვიხადოთ, არამედ ურთიერთმონანიებისთვის – ცალმხრივი ბოდიში აქ ვერაფერს უშველის