ვასო ურუშაძე – ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო შექმნეს და არავის სჯერა, რომ გამოიძიებს კორუფციულ გარიგებებს

ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ შექმნეს საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც მართავს ღარიბაშვილის მიერ დასმული პირი და არავის სჯერა, რომ ეს ბიურო გამოიძიებს პრემიერ-მინისტრის, მინისტრების და ივანიშვილის კორუფციულ გარიგებებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
ვასო ურუშაძის განმარტებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი არის კორუფციის აღმოფხვრა.
„ევროკავშირის მხრიდან იყო კატეგორიული მოთხოვნა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც სწორედ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელდა მათ კორუფციულ გარიგებებში, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ბიურო შექმნას, არამედ შექმნეს საკუთარი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით იმავე შენობაში უზით, რომელ შენობაშიც თვითონ არიან დაკავებულები კორუფციული გარიგებებით და იმ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით, რომელიც საბოლოო ჯამში აზარალებს სახელმწიფოს და დღეს, მოლოდინი იმისი, რომ ს მიერ პირადად დანიშნული პირი, რომელსაც ეწოდება ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, გამოიძიებს და გამოიკვლევს ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მათი მოადგილეების, ს კორუფციულ გარიგებებს, არის წარმოუდგენელი და ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ