ვასო ურუშაძე – ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს

ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა, თუმცა მისი მმართველობის პირობებში ფასები გაიზარდა.
„ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების განახევრებას ჰპირდებოდა ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე და დასუფთავებაზე, თუმცა, მისი მმართველობის პირობებში 54 თეთრით გაძვირდა გადასახადი ბუნებრივ აირზე, რომელსაც კომერციული სექტორი მოიხმარს. როცა გაზრდილ ფასებზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს სწორედ კომუნალური გადასახადების გაძვირებითაა გამოწვეული. ყველა კერძო საწარმო, რომელიც პროდუქტს აწარმოებს, ბუნებრივ აირს გამოიყენებს. ივანიშვილის კორუფციული ინტერესის გამო გაძვირებული ბუნებრივი აირი პირდაპირ არის ასახული იმ სფეროში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად პურს, საკვებ პროდუქტებს, სხვადასხვა მომსახურების სერვისებს მოიხმარენ. ამიტომ, ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს თავისი კორუფციული ინტერესებით ძარცვავს”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.