ვასო ურუშაძე – თბილისის მერის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ავტომობილებს არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება

გვყავს მერი, რომელიც გამოდის და ძვირადღირებული ავტომობილებით, საათებით სოციალურ ქსელებში თავს იწონებს. ეს არის სწორედ კორუფციული მმართველობის კლასიკური მაგალითი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერის მიერ შეძენილ ძვირადღირებულ ავტომობილებს არა მხოლოდ დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება.
მისი მმართველობის პერიოდში გამდიდრდა. ილუზიაა, თითქოს მდიდარი თბილისის მერის, ენერგეტიკის მინისტრის სავარძელში მოვიდა და ამიტომაც აქვს ის ფუფუნება, რომ ძვირადღირებული ავტომობილები შეიძინოს. ეს არის ტყუილი. მან თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე მიიღო ის დიდძალი სიმდიდრე, რომლითაც სხვადასხვა ფუფუნების საგნებს ყიდულობს – ძვირადღირებულ ავტომობილებს, საათებს და ა.შ. მაშინ, როცა თბილისში ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან, რადგან უმუშევრობის დონე არის მაღალი, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა არ არსებობს. იმისთვის, რომ ადამიანებმა ღირსეული შემოსავალი მიიღონ, ემიგრაციაში მიდიან. ეს არის პრობლემა, რომელიც თბილისში ყოველ მესამე ოჯახს უდგას. გვყავს მერი, რომელიც გამოდის და ძვირადღირებული ავტომობილებით, საათებით სოციალურ ქსელებში თავს იწონებს. ეს არის სწორედ კორუფციული მმართველობის კლასიკური მაგალითი, რაც დღეს დღეს თბილისის მერის, კახი კალაძის გარშემო ხდება. მინდა ვკითხო კალაძეს, ის ავტომობილები, რომლებიც საზღვარგარეთ ჰყავს და არ აქვს შეტანილი დეკლარაციაში, რა ფულებით შეიძინა? თუ ნამდვილად აქვს იმის გამბედაობა და უნარი, რომ თბილისელებს თავისი დეკლარაცია წარუდგინოს, წარუდგინოს ის საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიყვანა და არალეგალური და არაოფიციალური თანხებით არის შეძენილი. ამას არა დეკლარირება, არამედ გამოძიება სჭირდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება დემოკრატიული ხელისუფლება, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებები, დამოუკიდებელი სასამართლო, ეს გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და პასუხი გაეცემა, თუ საიდან და როგორ ფლობენ საქართველოში თანამდებობის პირები დიდძალ ქონებებს, ძვირადღირებულ ავტომობილებს, საათებს და ა.შ.“ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ